საზოგადოება
27.12.2022 13:44
საშობაო ბაზრობიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება
გორში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით გოგებაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება და შეგროვილი თანხით, საშობაოდ დახმარება გაეწევათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

აქტივობაში მონაწილეობდნენ ქართული ოჯახური ღვინოს, თაფლის, ჩირის, ტყლაპის, ჩურჩხელას, მურაბების, ჯემების, საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებლები; მოსახლეობას საშუალება ჰქონდა შეეძინა სხვადასხვა სახის ტკბილეული, ხელნაკეთი საახალწლო თუ საშობაო ნივთები, ნახატები, ნაქარგები, ნაქსოვები და ა. შ.

ღონისძიება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების, გორისა და ატენის ეპარქიისა და ორგანიზაცია საქართველოს წითელი ჯვრის მხარდაჭერით გაიმართა.
კვირის ამბები