საზოგადოება
27.12.2022 12:36
სახელმწიფო, იძულებით გადაადგილებულ 1300-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1300-მდე ოჯახს, სახელმწიფო, სოფლად სახლს შეუსყიდის.

აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დევნილი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება. სამწლიან პერიოდში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, 2022 წელს, სოფლად სახლი 2 500-მდე ოჯახს გადაეცა.
კვირის ამბები