ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, შიდა ქართლში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად მიმდინარეობდა.
„2022 წელს, რეგიონში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის და განათლების სამინისტროს დაფინანსებით აშენდა 2 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 საჯარო სკოლას.
ამჟამად კი, მინდინარეობს გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობა და სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.