საზოგადოება
26.12.2022 14:52
გორელი ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტში საინფორმაციო ვიზიტით იმყოფებოდნენ
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ორგანიზებით, პროექტის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, გორელი ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ვიზიტისას ახალგაზრდებმა პარლამენტის სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს და მინისტრის საათის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გამოსვლას დაესწრნენ.

ახალგაზრდებს პარლამენტში შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ აბიკო აბესაძემ უმასპინძლა.

პროგრამას - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი.
კვირის ამბები