საზოგადოება
26.12.2022 14:42
ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა გორში ვაკანსიას აცხადებს
შპს ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა გორში მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 20-საათიან სამუშაო რეჟიმს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII, IX, XI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, 240-300 ლარია.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 13 იანვარს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები