სამოქალაქო განათლების 2022 წლის საუკეთესო პედაგოგების გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების 2022 წლის საუკეთესო პედაგოგების გამოსავლენად.
„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლის პედაგოგები“, - ნათქვამია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წლის საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდებიან საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში. გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს.
დაჯილდოების პროცედურის, შეფასების კრიტერიუმების და კანდიდატურის წარდგენის ფორმის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https: // bit. ly / 3 WoAndo
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 20 იანვარია.
დაჯილდოება გაიმართება 2023 წლის 25 მარტს ეროვნულ კონფერენცია-გამოფენაზე.