პროექტი „ბედნიერი ახალი წელი“ გორის მუნიციპალიტეტში დაიწყო. თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები სოფლებისკენ უკვე გაემართნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საახალწლო განწყობის შესაქმნელად და ტკბილეულის დასარიგებლად სპეციალურად მორთული მანქანები სოფლებს - კარალეთს, ტყვიავს, ძევერას, შერთულს, ფლავს, მარანას და ფლავისმანს უკვე სტუმრობდენ.
დღეს, 26 დეკემბერს კი, გორის მუნიციპალიტეტის მერია და სადღესასწაულო ცენტრი „დისნეი“ დამდეგ შობა-ახალ წელს შემდეგ სოფლებში - არბოში, დიცში, ქორდში, კარბსა და მერეთში მცხოვრებ პატარებს მიულოცავს.
„გორის მაცნე“ გთავაზობთ განრიგს, სად და როდის ეწვევა თოვლის ბაბუა და ზღაპრიოს გმირები თქვენს სოფელს.
27 დეკემბერი - ბერბუკი, რეხა;
28 დეკემბერი - თორტიზა, სვენეთი;
29 დეკემბერი - ხელთუბანი, ახრისი;
30 დეკემბერი - მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხეთი;
31 დეკემბერი - ახალშენი, ბერშუეთი;
4 იანვარი - ზემო სობისი, ზეღდულეთი;
5 იანვარი - კირბალი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო სობისი;
6 იანვარი - დიდი გორიჯვარი, პატარა გორიჯვარი;
7 იანვარი - ელექტროფიკაცია, სკრა;
8 იანვარი - ხიდისთავი, ატენი;
9 იანვარი - უფლისციხე, ქვახვრელი;
10 იანვარი - შავშვები, ხურვალეთი;
11 იანვარი - ნადარბაზევი, ნაწრეტი;
12 იანვარი - წითელუბანი, ქვემო შავშვები;
13 იანვარი - ორთაშენი, თედოწმინდა;
14 იანვარი - ვარიანი, საქაშეთი, შინდისი, ფხვენისი, ხვითი, ნიქოზი.
პროექტს „ბედნიერი ახალი წელი“ გორის მერია თანადაფინანსების ფარგლებში ახორციელებს.