საზოგადოება
21.01.2020 13:16
ეკონომიკური საქმიანობის ონლაინ რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია

მეწარმეებს უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ განაცხადების გაკეთება ეკონომიკური საქმიანობის შესახებ. სერვისი პორტალზე www.my.gov.ge-ზეა ხელმისაწვდომი და მეწარმეებს შეუძლიათ განაცხადების გაკეთება ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირების, ვადის გაგრძელების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ უწყება ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი სახის რეგისტრაციას ახორციელებს. აქვე გეტყვით, რომ ეკონომიკური საქმიანობის რეესტრის მომსახურების მისაღებად პორტალზე - www.my.gov.ge ავტორიზაცია და ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა საჭირო.

კვირის ამბები