საზოგადოება
23.12.2022 14:19
გადამამუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს, გადამამუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პირველადი პროდუქციის წარმოების ზრდის პარალელურად, კვლავ მზარდია მოთხოვნა გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. სწორედ ამიტომ მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი 25 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც შესაძლებელს გახდის ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა უფრო მასშტაბური გახდეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 289 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების შემნახველი და გადამამუშავებელი 217 საწარმოს შექმნა 106 მლნ ლარით თანადაფინანსდა.
კვირის ამბები