საზოგადოება
23.12.2022 13:48
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც 2023 წლის ბიუჯეტს განიხილავენ

ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა: „გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;

„გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტისა და „გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სპორტული ღონისძიებების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

სხდომას ესწრება გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც.

გორის მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და   პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.

კვირის ამბები