ქვახვრელში სპორტული მოედანი გაიხსნა.
ახლადმოწყობილ მოედანზე სოფელში მცხოვრებმა მოზარდებმა პირველი თამაში უკვე გამართეს.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა მოყვარულ ფეხბურთელებს საჩუქრად ბურთები გადასცეს.
გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: ქვახვრელი, უფლისციხე) განხორციელებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდნენ.
ცნობისთვის, ქვახვრელში სპორტული მოედანი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოეწყო.
2022 წელს სოფელ ქვახვრელში ასევე რეაბილიტირდა სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა, სოფელში შემოიღობა საბავშვო ბაღი და გამოიცვალა შენობის სახურავი. უფლისციხეში კი, მოეწყო ახალი სასმელი წყლის სისტემა, რომელიც 250 ოჯახს 24 საათიანი გრაფიკით ემსახურება.