საზოგადოება
23.12.2022 11:13
გორის მერია დასასვენებელ სივრცეებში სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას გეგმავს
გორის მუნიციპალიტეტის მერია დასასვენებელ სივრცეებში სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას გეგმავს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ინიციატივის მიზანი აღნიშნულ სივრცეებში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფაა.

უწყებამ უკვე გამოაცხადა ტენდერი შესაბამისი ტექნიკური საშუალებების შესაძენად. შესყიდვის პირობების მიხედვით, 83 ერთეული კამერის შეძენა განხორციელდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 140 945 ლარია.

„გარდა მოწოდებისა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია პასუხისმგებელი იქნება ვიდეო კამერების მონტაჟსა და ერთი წლის განმავლობაში მოვლა-პატრონობაზე“, - აცხადებენ მერიაში.
კვირის ამბები