სამართალი
22.12.2022 19:35
კასპის მუნიციპალიტეტში 80 წელს გადაცილებულმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლის რძალი მოკლა
სოფელ ნოსტეში ნათესავებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
მეზობლების თქმით, 80 წელს გადაცილებულ მამაკაცს და მის ძმისცოლს, 70 წლის ქალს უთანხმოება ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაობაზე მოუვიდათ.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირებისას, ხანდაზმულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც რძლის მკვლელობა მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, დაწყებულია გამოძიება.
კვირის ამბები