საზოგადოება
22.12.2022 12:00
2022 წელს შიდა ქართლში 370 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა
2022 წელს შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში 32 მილიონი ლარის ღირებულების, 370 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მერებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლი საქართველოს მასშტაბით ლიდერია შესრულებების ნაწილში. წელს რეგიონში 32 მილიონი ლარის ოდენობის, დაახლოებით, 370 პროექტი დაფინანსდა. პროექტები თავისი მასშტაბებით განსხვავდება. წელს ამ 32 მილიონიდან 8 მილიონი ლარი მიიმართა წყალმომარაგების პროექტებზე. კარგი მაგალითია ტყვიავის წყალმომარაგების პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ლარი იყო, ამიერიდან აქ მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.
კვირის ამბები