საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტის - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა დაიწყო. მოსახლეობასთან კონსულტაციები დღეიდან დაიწყო და 9 თებერვლის ჩათვლით გასტანს.
გასული წლის მსგავსად, სასურველ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამჯერადაც, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა იმ შეხვედრებზე შეარჩევს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით განხორციელება. როგორც ცნობილია, ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.
პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები მოიცავს: სასმელი წყლის სისტემების (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდებით) მოწყობას; წყაროების მოპირკეთებას; სარწყავი სისტემების; სანიაღვრე არხების; ნაპირსამაგრი სამუშაოების; შიდა გზების; ხიდების, ცხაურების, ხიდ-ბოგირების, გადასასვლელების; გარე განათების; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას; სკოლამდელი დაწესებულებების რემონტსა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას; ამბულატორიის შენობების; კულტურის ობიექტების; სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნების; სკვერების; წისქვილების რეაბილიტაციას და შესაბამისი ინვენტარით მომარაგებას; სასაფლაოს შემოღობვას; თავშეყრის ადგილების, მოსაცდელების; მინიჰესების რეაბილიტაცია/აღდგენას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გასამართი კონსულტაციების გრაფიკი იხილეთ ლინკზე: კონსულტაციების გრაფიკი