საზოგადოება
22.12.2022 11:51
მომავალი წლიდან მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი იზრდება
2023 წელს, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, 2 მლნ. ლარით იზრდება და 7 მლნ. ლარს შეადგენს.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის სექტორში მოსავლის ამღებ ტექნიკაზე მოთხოვნა მზარდია, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი გახდა მოსავლის ამღები ძვირადღირებული ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შესყიდვაც. რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 408 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა შეძენილი“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები