ასტროლოგების მოსაზრებით, სხვა დეტალებთან ერთად, იღბლის და წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რა ფერებში შევხვდებით ახალ წელს, თუმცა, ბუნებრივია, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის სხვადასხვა ფერია წარმატების მომტანი.
შავი (ლურჯი) წყლის კურდღელი, რომელიც 2023 წლის მფარველია, სიმშვიდეს და თვითკმაყოფილებას განასახიერებს და იგი სახლის, ოჯახის და სიყვარულის მფარველია, თუმცა, კურდღელი მაშინ გახდება თქვენი მეგობარი, თუ გაითვალისწინებთ ასტროლოგთა რჩევებს.
კურდღლის წელი ორი ძირითადი ენერგიის - ხის და წყლის მატარებელია. წყალს მშვიდობა და თავისუფლება მოაქვს, ხეს კი კეთილდღეობა, განკურნება და შემოქმედება.
კურდღლის წლის მთავარი რიცხვია 7, რომელიც სიბრძნეს და მიზანსწრაფულობას განასახიერებს.
თუ თქვენი სახლის მისამართში, ავტომობილის ან ტელეფონის ნომერში რიცხვი 7 ურევია, ის აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ.
ფერები
2023 წლის ფერებს წლის სიმბოლო განსაზღვრავს, შესაბამისად, იღბლის მოსაზიდად უმჯობესია, ახალ წელს წყლის კურდღლის საყვარელი ფერებით შევხვდეთ.
მთავარი ფერები, რომლებიც ბედნიერებას და იღბალს მოგიტანთ:
ამ ფერების გამოყენება შესაძლებელია როგორც ძირითად სამოსში, ასევე აქსესუარებსა და სამკაულებში. შესაძლებელია წითლის და ვარდისფერის გამოყენებაც. ვარდისფერი სიყვარულში წარმატებას და ჰარმონიულ ურთიერთიბებს გპირდებათ, წითელი კი - კარიერულ წინსვლას და ბიზნესის განვითარებაში წარმატებას.
ახალ წელს სასურველია, რომ მოყვითალო და მოყავისფრო ფერებს ერიდოთ, ამასთანავე, ახალი წლის შესახვედრად არ შეიძლება ნატურალური ბეწვის და ტყავისგან შეკერილი სამოსის ჩაცმა.
ყოველივე აღნიშნულის გარდა, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ასტროლოგები კონკრეტულ რჩევებს აძლევენ.
ვერძი
წითელი და ნარინჯისფერი სამოსი და შავი ან ნაცრისფერი აქსესუარები.
კურო
ვერცხლისფერი, თეთრი ან რძისფერი ტანსაცმელი და ღია ცისფერი აქსესუარები.
ტყუპები
ნათელი და ხალისიანი სამოსი, რაც შეიძლება ფერადი. უპირატესობა იასამნისფერს და ვარდისფერს მიანიჭეთ.
კირჩხიბი
ზურმუხტისფერი მწვანე, ოქროსფერი, ყვითელი ან ნარინჯისფერი აქსესუარებით.
ლომი
ნარინჯისფერი და შავი.
ქალწული
წითლის ნებისმიერი შეფერილობა და ლურჯი აქსესუარები.
სასწორი
ნაზი პასტელის ფერები და ნაცრისფერი ან შავი აქსესუარები.
მორიელი
მორიელისთვის იდეალურია ვერცხლისფერი თეთრთან ან ლურჯთან ერთად.
მშვილდოსანი
იისფერის ნებისმიერი ელფერი, ოქროსფერ აქსესუარებთან ერთად.
თხის რქა
შავ-თეთრის კომბინაცია.
მერწყული
მწვანე და ზღვისფერი, საუკეთესო იქნება ქვიშისფერ-ვერცხლისფერ აქსესუარებთთან.
თევზები
თევზებისთვის მიზანშეწონილია ნებისმიერი ნათელი ფერი, ასევე - ლურჯი ან ინდიგო (ლურჯის და მეწამულის კომბინაცია).