სადღესასწაულო საგანმანათლებლო პროექტის - „ზღაპრული თავგადასავალი ნაძვის ხესთან“ ფარგლებში, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში I-V კლასის მოსწავლეებისთვის მუსიკალურ ზღაპრის ჩვენება გაიმართება (პ. ჩაიკოვსკის ბალეტის „მაკნატუნა“ შემოკლებული ვარიანტი).
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან შობა-ახალი წლის ტრადიციებს, დაათვალიერებენ მუზეუმის სივრცეებს და პრაქტიკულ სამუშაოში ჩაერთვებიან (დახატავენ ზღაპრის პერსონაჟებს).
სადღესასწაულო პროექტს გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის გავნითარების ხელშეწყობის სააგენტოს ს. მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 599 22 39 97. 599 22 59 50.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება