საზოგადოება
21.12.2022 19:55
2022 წელს, გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარებას ადგილობრივი ბიუჯეტის 50% -ზე მეტი მოხმარდა - მერია

გორის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაციას ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, 2022 წელს, ინფრასტრუქტურის განვითარებას ადგილობრივი ბიუჯეტის 50% -ზე მეტი მოხმარდა.

ინფორმაციის თანახმად, 50 მილიონამდე ლარი გაიხარჯა გზების, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების, სასმელის წყლისა და გარეგანათების სისტემების, საბავშვო ბაღების და ა.შ. მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.

რეაბილიტირებული გზები:

აბაშიძის ქუჩა - 95 მეტრი

რაზმაძის ქუჩა - 915 მეტრი

300 არაგველის ქუჩა - 100 მეტრი

ქუჩიშვილის ქუჩა - 81 მეტრი

რობაქიძის ქუჩა - 421 მეტრი

ბესიკის ქუჩა - 385 მეტრი

სოხუმის ქუჩა - 210 მეტრი

იაკობ ჯუღაშვილის - 450 მეტრი

ბერშუეთი - 3 265 მეტრი

ხიდისთავი - 3085 მეტრი

კირბალი - 272 მეტრი

ნიქოზი - 785 მეტრი

ბერბუკი - 1 100 მეტრი

ტირძნისი - 960 მეტრი

ქვახვრელი - 881 მეტრი

ატენი - 2 147 მეტრი

ტინისხიდი - 1 487 მეტრი

ხელთუბანი - 1 038

მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია:

აძვი - ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზა - 400 მეტრი

მეღვრეკისი - 220 მეტრი

აღმაშენებლის გამზირი -2 934 მეტრი

გვერდწითელის ქუჩა - 247 მეტრი

გიორგი ბრწყინვალის ქუჩა - 178 მეტრი

ჩერქეზიშვილის ქუჩა - 138 მეტრი

ბაგრატიონის ქუჩა - 998 მეტრი

ცხინვალის გზატკეცილი - 740 მეტრი

ტინისხიდი (სასაფლაოსთან მისასვლელი) - 680 მეტრი

დიდი გორიჯვარი - 332 მეტრი

სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა - 225 მეტრი

შერთული - 875 მეტრი

წედისი, ოლოზი, ბნავისი, ღვარების დამაკავშირებელი გზა - 5 800 მეტრი

2022 წელს რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები:

ხელთუბანი

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს:

ქიწნისი

სვენეთი

ქვახვრელი

მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა:

საქაშეთი

ახალდაბა

სკვერები მოეწყო:

ტინისხიდი

ვარიანი

კარალეთი

ახალდაბა

პატარა გარეჯვარი

ელიოზიშვილის ქუჩა

ანწუხელიძის ქუჩა

სპორტული მოედნების მოწყობა:

ფლავისმანი

მეღვრეკისი

ხიდისთავი

ტირძნისი

გარეჯვარი

მუსხელიშვილის ქუჩა

შინდისი გმირების გზატკეცილი (#24)

მიმდინარეობს სამუშაოები:

ქვახვრელი

არბო

რეაბილიტირებული სპორტული სივრცეები:

სპორტული დარბაზები (კომბინატის კულტურის ცენტრი)

საჭიდაო დარბაზი

ფეხბურთის სკოლა

სასმელი წყლის სისტემა მოეწყო:

ქიწნისი - 120 ბენეფიციარი

კოშკები - 350 ბენეფიციარი

რიეთი - 400 ბენეფიციარი

შინდისი (ხარებაანთ უბანი) – 720 ბენეფიციარი

უფლისციხე - 880 ბენეფიციარი

ზერტი (ერთი უბანი) – 350 ბენეფიციარი

შერთული - 350 ბენეფიციარი

დიცი - 250 ბენეფიციარი

ქიწნისის მეურნეობა - 120 ბენეფიციარი

სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს:

ტყვიავი - 2850 ბენეფიციარი

გარეგანათება მოეწყო:

კარალეთიდან ერგნეთის საგუშაგომდე

ცხინვალის გზატკეცილი

კარალეთი

სვენეთი

ხელთუბანი

დიდი გარეჯვარი

მეჯვრისხევი

კვარხეთი

ზერტი

ფაბრიკის დასახლება

ფლავი

მიმდინარეობს:

ძველი ხიდის რეაბილიტაცია

მტკვრის კალაპოტის საყრდენი კედლის მოწყობა (ძველი ხიდიდან ახალბაღამდე).

კვირის ამბები