სპორტი
21.12.2022 18:45
გორში კიკბოქსინგის, მკლავჭიდის და კრივის ახალი სპორტული დარბაზები ამოქმედდება

გორელი მოზარდები, რომლებსაც კიკბოქსინგის, მკლავჭიდის და კრივის შესწავლა სურთ, სულ მალე, ახალ სპორტულ დარბაზებში შეძლებენ ვარჯიშს.

ახლადრეაბილიტირებული დარბაზები (ძირითადი და დამხმარე) კომბინატის დასახლებაში არსებული კულტურის ცენტრის შენობის (მშვიდობის გამზირი #12/ა) აღმოსავლეთ ფლიგელშია განთავსებული.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად, შეიცვალა ფანჯრები, კარებები, იატაკი, გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერი, სველი წერტილები, წყალარინების და გათბობის სისტემები.

„დარბაზებში, ჯერჯერობით, საჭირო სპორტული ინვენტარის ნაწილია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნული სპორტული სივრცეების ინვენტარით სრულად უზრუნველყოფა.

ამ ეტაპზე, სპორტის ზემოხსენებულ სახეობებს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150-მდე ახალგაზრდა ეუფლება“, - აცხადებენ მერიაში.

კვირის ამბები