გ. ერისთავის სახელობის თეატრის მოზარდ და უფროს მაყურებელს მორიგი საპრემიერო ჩვენება ელოდება.
ყველასთვის საყვარელი ზღაპრის, ვილჰელმ და იაკობ გრიმების პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი -„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ 3 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით, 17:00 საათიდან ელოდება მაყურებელს.
„პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ვემზადებით საახალწლო წარმოდგენისთვის, რომელშიც თეატრის მთელი დასი აქტიურად არის ჩართული. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილია. წარმოდგენა არის ორი მოქმედებითა და გასართობ-შემეცნებითი ანტრაქტით“, - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება