კულტურა
21.12.2022 10:51
ანსამბლი „მართვე“ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინასაახალწლო კონცერტებს გამართავს
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინასაახალწლო კონცერტებს გამართავს.

პირველი შეხვედრა მსმენელთან 24 დეკემბერს, 13:00 საათზე ვარიანის საჯარო სკოლაშია დაგეგმილი.
ანსამბლის მომდევნო გაჩერება ნიქოზი იქნება. 25დეკემბერს, 12:00 საათზე, შემოქმედებითი საღამო ნიქოზისა და ცხინვალის სამეუფეო რეზიდენციაში გაიმართება. 26 დეკემბერს, 12:00 საათზე კი, „მართვეს“კარალეთის პირველი საჯარო სკოლა უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.

„უღრმესი მადლობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრის მხარდაჭერისთვის. პროექტის ფარგლებში ჩავდივართ კონფლიქტის ზონასთან ახლო მდებარე სოფლებში რათა მხარში ამოვუდგეთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
კვირის ამბები