ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ამ წუთებში, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ოპერაცია მიმდინარეობს გორშიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკორეალიზატორი ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
„მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ნორკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაკავებულია არაერთი პირი. სპეცოპერაცია ჩატარდა გორშიც, ჯუღაშვილის ქუჩაზე დაკავებულია ერთი პირი, სპეცოპერაცია გრძელდება“, - განახადა შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი თელიამ.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული, სპეცოპერაცია კი გრძელდება.