საზოგადოება
20.12.2022 11:55
გორის მერიამ 2022 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა გამოაქვეყნა
გორის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, 2022 წელს გორის მუნიციპალიტეტში ათეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის 50% მოხმარდა.

გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღების და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობა, - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 45 მილიონამდე ლარი გადანაწილდა.

კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60 კილომეტრამდე გზას, 3 საბავშვო ბაღს; მოეწყო 8 სკვერი, 9 სპორტული მოედანი, 11 სოფელში სასმელი წყლის სისტემა; აშენდა 3 საბავშვო ბაღი, 1 სკოლა.

„2022 წელს, მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, 170-მდე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლებიც მხოლოდ მოქალაქეების ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით შექმნილი მუნიციპალური პროგრამები, მოსახლეობას მათივე საყოფაცხოვრებო პირობების (საერთო სარგებლობის სივრცეების) გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს და, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების გარდა, პროგრამების მიზანი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობაა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები