სასმელი წყლის ახალი სისტემების მოწყობის შედეგად შიდა ქართლში 15 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს
2022 წელს, შიდა ქართლში განხორციელებული სასმელი წყლის ახალი სისტემების მოწყობის შედეგად 15 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
„სასმელი წყლის ახალი სისტემები, შიდა ქართლის 13 სოფელში უკვე მოეწყო. პროექტების ჯამური ღირებულება 6 502 110 ლარს შეადგენს. ამასთან, 7 სოფელში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა. პროექტების ჯამური ღირებულება 5 655 221 ლარია. განხორციელებული პროექტების შედეგად, ჯამში, 15 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.