საინტერესო ამბები
20.12.2022 10:41
საახალწლო ტესტი - აირჩიე ნაძვის ხე

ახალი წლის დადგომა ცალსახად ასოცირდება ნაძვის ხესთან. ადრე თუ ფერადი სათამაშოებით შემკული ნაძვის ხეები იყო ტრადიციული, ბოლო წლების განმავლობაში, ტენდენცია და ნაძვის ხის მორთვის ,,მოდა“ სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. სადღესასწაულო ნაძვს ბევრი მხოლოდ ერთ, ან ორ ფერში რთავს, სხვა კი სიფერადეს, ან სულაც, სადა მორთულობას ანიჭებს უპირატესობას. ფსიქოლოგების მოსაზრებით, ნაძვის ხეების მიმართ დამოკიდებულებაზე ერთგვარი ტესტის ჩატარებაც შეიძლება, რომელიც თქვენთვის საინტერესო პირის ხასიათის დაფარულ თვისებებსაც გამოავლენს. 

№1
თუ 1-ელ ნაძვს ირჩევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მანათობელი ნაძვივით განსაკუთრებული ხართ. კარგად იცით, როგორ დაისახოთ მიზნები და როგორ იაროთ ამ მიზნების შესრულებისკენ. მოწესრიგებული ადამიანი ხართ, რაც მიზნების მიღწევაში გეხმარებათ, თუმცა, გადაჭარბებულმა სიამაყემ შეიძლება ბევრ საქმეში ხელი შეგიშალოთ.

№2
თუ #2 აირჩიეთ, მოკრძალებული ადამიანი ხართ და ეს თვისება ხშირად ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში. კეთილი გულიც გაქვთ და ფრთხილად იყავით, რომ ირგვლივმყოფებმა ეს ცუდად არ გამოიყენონ.

№3
თუ #3 ნაძვის ხეს მიანიჭეთ უპირატესობა, ნათელი და გულწრფელი ადამიანი ხართ, რომელიც მუდმივად სხვებზე ზრუნავს და ამას ქვეცნობიერის დონეზე აკეთებს. გახსოვდეთ, რომ თქვენმა სიკეთემ შეიძლება დაგაზარალოთ, რადგან სხვების გამო ხშირად საკუთარ თავზე ზრუნვა გავიწყდებათ.

№4
ყველა საკითხზე მკვეთრად ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შინაგანი არსი, არამედ „გარე შეფუთვაც“. გიყვართ თანამოაზრეების შემოკრება. ყოველთვის გრძნობთ სხვა ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, თუმცა, საკუთარ ემოციებთან გამკლავება გიჭირთ.

№5
ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ. თუ რამემ დაგაინტერესათ, ზღვა ინფორმაციას მოიძიებთ და ყველაფერს გაარკვევთ. თავგადასავლები გიყვართ, წარუმატებლობას მტკივნეულად აღიქვამთ, ასეთ დროს სრულიად უმწეო ხდებით და დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდებით.

№6
თუ #6 აირჩიეთ, თქვენ პოზიტიური ადამიანი და გამორჩეული ოპტიმისტი ხართ, რომელიც ყოველთვის ცდილობს გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების დახმარებას, თუმცა, როდესაც თავად გიჭირთ, საკუთარ „ნაჭუჭში იკეტებით“. საბედნიეროდ, ეს იშვიათად ხდება. კარგი იუმორი გაქვთ და ირგვლივმყოფებისთვის ყოველთვის სასურველია თქვენს სიახლოვეს ყოფნა.

კვირის ამბები