საზოგადოება
19.12.2022 13:45
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე 2022 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები შეაჯამეს. გარდა ამისა, მოიწონეს ის პროექტებიც, რომელებიც 2023 წელს უნდა განხორციელდეს.

„შიდა ქართლის რეგიონი, ოთხივე მუნიციპალიტეტის გათვალისწინებით, პროექტების შესრულების კუთხით საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზეა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.
კვირის ამბები