საზოგადოება
19.12.2022 13:40
რას გეგმავს გორის მერია 31 დეკემბერს - გაეცანით ღონისძიებების ანონსს
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის შესახვედრად დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ანონსი გამოაქვეყნა.
31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:
საახალწლო პროგრამას 18:00 საათზე ორკესტრის მსვლელობა გახსნის.
18:00-დან 22:00 საათამდე მოეწყობა საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მომზადდება გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილები და ცხელი შოკოლადი;
18:00-დან 22:00 საათამდე პატარებს უმასპინძლებს საბავშვო სივრცე. მოეწყობა თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, მოეწყობა ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
18:15-დან 19:15 საათამდე დაგეგმილია ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი - „Green Light band“;
19:15-დან 20:00 საათამდე იქნება საბავშვო გასართობი პროგრამა წამყვანთან და ზღაპრის გმირებთან ერთად;
20:00-დან 20:15 საათამდე ცეცხლოვანი შოუ მოეწყობა;
20:15-დან 21:15 საათამდე სცენა ისევ ადგილობრივი შემსრულებლებს დაეთმობათ.

23:00-დან დაიწყება გალა კონცერტი შემდეგი შემსრულებლების მონაწილეობით: ნიკა ნიკვაშვილი და ოპერის ორკესტრი, ნუკრი კაპანაძე, თემურ თათარაშვილი, ნათია პერანიძე, დათუნა სირბილაძე, გიორგი მეფისაშვილი, კვარტეტი „ავტოგრაფი“, Georgian Six, ეკა დოლიძე და მარიამ როინიშვილი.

ახალი 2023 წლის შესახვედრად 00:00 საათზე დაგეგმილია მრავალჟამიერის შესრულება და საზეიმო ფოიერვერკის მოწყობა.
ღია ცის ქვეშ გამართული ღონისძიება 00:30 საათზე დასრულდება.
კვირის ამბები