საზოგადოება
19.12.2022 13:04
გორის №3 საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - ქალაქ გორის №3 საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 14-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII, IX, X, XI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 400-450 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 2022 30 დეკემბერს ეწურებათ. სწავლის დაწყების თარიღად 16 იანვარია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები