საზოგადოება
18.12.2022 16:30
სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებთა ერთმა ნაწილმა სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების მოთხოვნით გზა გადაკეტა

სუხიშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილმა სასმელი წყლის შეუზღუდავად მიწოდების მოთხოვნით ქუჩა გადაკეტა.

შეკრებილთა განცხადებით, პრობლემის მოგვარების თხოვნით წყალმომარაგების კომპანიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, აღნიშნულ უბანში სასმელი წყლის მიწოდება ვერ დარეგულირდა, რის გამოც ყოველდღიურად უამრავი პრობლემა ექმნებათ.

აქციის გამო სუხიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით 20 წუთით შეფერხდა, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება და მოძრაობის აღდგენა საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად მოხერხდა.

აქციის მონაწილეთა თქმით, თუ უახლოეს დღეებში შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები მოსახლეობას არ შეხვდებიან და პრობლემას ვერ მოაგვარებენ, პროტესტის ნიშნად აქციებს კვლავ გამართავენ.

კვირის ამბები