კულტურა
16.12.2022 12:05
„ლილი იოსელიანი 100“ - გორის თეატრში დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება.

დოკუმენტური ფილმის - „ლილი იოსელიანი 100“ ჩვენება 19 დეკემბერს 19:00 საათზეა დაგეგმილი.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფილმის ჩვენებასთან ერთად, ასევე, მოეწყობა ცნობილი რეჟისორის შესახებ გამოცემული წიგნი ალბომის პრეზენტაციაც. ნამუშევრის ავტორი დიმიტრი ღვთისიაშვილია.

სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რეჟისორი, მეცნიერი და პედაგოგი ლილი იოსელიანი 1922 წლის 25 მარტს დაიბადა. სხავდასხვა წლებში იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და მარჯანიშვილის თეატრის დამდგმელი რეჟისორი; 1957-1960, 1962-1963, 1966-1969 წლებში იყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, შემდეგ თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი; რუსთაველის თეატრის დამდგემელი რეჟისორი. აღნიშნული თეატრების გარდა ცალკეული დადგმები განახორციელა ქუთაისისა და რუსთავის თეატრებში. 1945 წლიდან გარდაცვალებამდე (2014 წ) მოღვაწეობდა თეატრალურ უნივერსიტეტში.

კვირის ამბები