კულტურა
15.12.2022 21:50
გორში ახალი წლის შესახვედრად დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების 15 დეკემბერს, ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ნართების“ კონცერტით დაიწყო.

ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა ანსამბლმა  საკუთარი რეპერტუარი მაყურებელს გ. ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე წარუდგინა.

რაც შეეხება სხვა ღონისძიებების ანონსს:

16 დეკემბერს, 19:00 საათზე, ქალაქის მთავარი ნაძვისხე აინთება, ხოლო 17 დეკემბერს მსმენელთან შესახვედრად ჯგუფი LOUDspeakers-ი ემზადება.

18 დეკემბერს, 18:00 საათზე, გორის გოგონათა გუნდი და ნიკოლოზ რაჭველი გორის თეატრში საქველმოქმედო საღამოს გამართავენ. ცნობისთვის, აღნიშნულ კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

მთავარი საახალწლო გალა-კონცერტი კი, ტრადიციულად, 31 დეკემბერს ქალაქის ცენტრში გაიმართება.

16 იანვრიდან, ქალაქის ცენტრში, პატარებს საშობაო ქალაქი და ატრაქციონები ელის.

კვირის ამბები