გორში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები გრძელდება.
ამჯერად, პირველობა ფრენბურთში გაიმართა.
შეჯიბრებაში როგორც გოგონების, ასევე ვაჟების გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალურ შეხვედრებში ერთმანეთს ვაჟებს შორის გორის მე-7 და რეხის საჯარო სკოლების გუნდები, გოგონებს შორის კი გორის მე-7 და მე-3 საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ.
ვაჟებში პირველი ადგილი გორის მე-7, ხოლო გოგონებში გორის მე-3 საჯარო სკოლების გუნდებმა მოიპოვეს.
გამარჯვებული გუნდები, 2023 წლის გაზაფხულზე, ოლიმპიადის რეგიონულ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრების დარჩენილი ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი ზონალურ, რესპუბლიკურ და მსოფლიო ჩემპიონატებზეც იასპარეზებენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მუნიციპალიტეტის დონეზე გასამართი შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის შვიდ სახეობაში მიმდინარეობს.