გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარდიანთკარში, უახლოეს მომავალში დაიწყება 28 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას პარლამენტში განაცხადა.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გასულ წელს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოფელ ზარდიანთკარში, 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული იმ სახლების რეაბილიტაციის თაობაზე, რომელთა მფლობელებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღიათ და უზრუნველყოფილნი იყვნენ დროებითი საცხოვრებლით. ამ მიმართულებით, წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა მუშაობა და მომზადდა თითოეული სახლის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ექსპერთა დასკვნები, სარეაბილიტაციო პროექტები და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 1 800 000 ლარი. შესაბამისი სატენდერო პროცედურების დასრულებისთანავე, უახლოეს მომავალში დაიწყება 28 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.