სპორტი
15.12.2022 16:20
საფეხბურთო გუნდი „გორი“თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა

საფეხბურთო გუნდმა „გორი“, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის ფინალში, თბილისის „სელერო“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და გარდამავალ თასს დაეუფლა.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული გუნდის გარდა, სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებული ფეხბურთელებიც დაჯილდოვდნენ. 7 ნომინაციიდან 5 ჯილდო გორელ სპორტსმენებს ერგოთ.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ: საუკეთესო ფეხბურთელი - ნიკოლოზ ახობაძე (გორის „გორი); საუკეთესო ნახევარმცველი - დავით ბალაშვილი (გორის „გორი“); საუკეთესო მეკარე - მათე მაკრახიძე (გორის „გორი“); საუკეთესო მწვრთნელი - ილია მღებრიშვილი (გორის „გორი“); საუკეთესო თავდამსხმელი - გური კაპანაძე (თბილისის „ლოკომოტივი“); საუკეთესო მცველი - გეგა ავალიანი (თბილისის „სელერო“); მწვრთნელთა სიმპათია - კახი წკრიალაშვილი (გორის „გორი“). გამოვლინდა, ასევე, საფეხბურთო გუნდ „დილას“ რჩეული ფეხბურთელი - ალექსანდრე რაზმაძე.

შეგახსენებთ, წარმატებული გორელი ფეხბურთელის სახელობის მემორიალური ტურნირი 10 დეკემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობდნენ ფეხბურთის გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. გუნდები დაკომპლექტებული იყო 2010 წელს დაბადებული მოზარდებით და გამარჯვებისთვის 8 გუნდი იბრძოდა.

ტურნირი საფეხბურთო კლუბ „გორის“, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მახარდაჭერით ჩატარდა.

კვირის ამბები