საზოგადოება
14.12.2022 13:18
საფეხბურთო გუნდი „გორი“, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის ფინალში, თბილისის „სელეროს“ შეხვდება
დღეს, 14 დეკემბერს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტდიონზე ფინალური შეხვედრა გაიმართება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებისთვის გორის „გორთან“ ერთად თბილისის „სელერო“ იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ წარმატებული გორელი ფეხბურთელის სახელობის მემორიალური ტურნირი 10 დეკემბერს დაიწყო, თენგიზ ბურჯანაძის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს მიეძღვნა და მონაწილეობას იღებდნენ ფეხბურთის გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. გუნდები 2010 წელს დაბადებული მოზარდებით იყო დაკომპლექტებული და გამარჯვებისთვის 8 გუნდი იბრძოდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ღონისძიება საფეხბურთო კლუბი „გორის“, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მახარდაჭერით ტარდება.
დღეს, ფინალის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულის გარდა, საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე, მცველი და ნახევარმცველი დაჯილდოვდება.
კვირის ამბები