გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის შესახვედრად დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ანონსი გამოაქვეყნა.
გორის მუნიციპალიტეტში საახაწლო ღონისძიებებს 15 დეკემბერს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“ გახსნის. კონცერტი გ. ერისთავის სახელობის თეატრში 19:00 საათზეა ჩანიშნული.
16 დეკემბერს 19:00 საათზე ქალაქის მთავარი ნაძვისხე აინთება, ხოლო 17 დეკემბერს მსმენელთან შესახვედრად ჯგუფი LOUDspeakers-ი ემზადება.
18 დეკემბერს, 18:00 საათზე გორის გოგონათა გუნდი და ნიკოლოზ რაჭველი გორის თეატრში საქველმოქმედო საღამოს გეგმავენ.
მთავარი საახალწლო გალა-კონცერტი კი, ტრადიციულად, 31 დეკემბერს ქალაქის ცენტრში გაიმართება.
16 იანვრიდან პატარებს საშობაო ქალაქი და ატრაქციონები ელოდება.