კულტურა
13.12.2022 12:27
გორის გოგონათა გუნდი და ნიკოლოზ რაჭველი გორში საქველმოქმედო საღამოს გამართავენ

გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი - ქორმაისტერი ნინო წიკლაური, ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.

მუსიკალური საღამო 18 დეკემბერს, 18:00 საათზეა ჩანიშნული.

პროექტის მხარდამჭერები არიან: გორის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გ.ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, კონცეპტ Art-ი.

tkt.ge-ზე, სადაც ბილეთების შეძენა იყო შესაძლებელი, ამ დროსითვის ყველა ბილეთი გაყიდულია.

კვირის ამბები