გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი დასრულდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის „ნეოლაბი - ადგილობრივი ახალგაზრდების წარმატების ლაბორატორია გორის მუნიციპალიტეტში“ მიზანი ახალგაზრდებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული უნარების განვითარება იყო.
„სასწავლო კურსი, მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს და 100-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული. მონაწილეებმა უსასყიდლოდ შეისწავლეს ფოტოგადაღება, კამერასთან მუშაობა, ახალი მედიისა და გრაფიკული დიზაინის პრინციპები. ამასთან,
ექვსი თვის განმავლობაში, ახალგაზრდები თანატოლებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებულ მათთვის საჭირო პროექტებსაც აცნობდნენ.
პროექტის ბენეფიციარებს კურსის გავლის დამადასტურებელი სათანადო სერტიფიკატებიც გადაეცათ“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.