საზოგადოება
13.12.2022 11:51
13 დეკემბერს გორში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება წვიმა, მაღალი ზონის სოფლებში კი თოვლჭყაპია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 13 დეკემბერს, გორში, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ნალექი წვიმის სახით, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი ნავარაუდევია თოვლჭყაპი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა გორში დღის განმავლობაში +3, ღამით კი +1 გრადუსს მიაღწევს.

14-დან 19 დეკემბრამდე გორში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დღისით +10, +11 გრადუსს, ღამის საათებში კი +2-ს მიაღწევს. აღნიშნული 6 დღის განმავლობაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

უფრო კონკრეტულად: 14 დეკემბერს მოსალოდნელია +7 გრადუსი; 15 დეკემბერს +9; 16-17-18 დეკემბერს გორში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს.

20 დეკემბრიდან ნავარაუდევია კვლავ ღრუბლიანობა, ტემპერატურის კლება და პერიოდულად ნალექი.

კვირის ამბები