საზოგადოება
12.12.2022 14:34
გორში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, მთავარი ნაძვის ხის აწყობა დაიწყო. როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა განუცხადა, ქალაქის საახალწლო ილუმინაციებით განათებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

„საახალწლო სამზადისი წელს გაცილებით ადრე დავიწყეთ, ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, რამდენიმე დღეში კი, ნაძვის ხის აწყობა-მორთვასაც დავასრულებთ და 16 დეკემბერს, 19:00 საათზე სიმბოლურად ავანთებთ. რაც შეეხება უშუალოდ სხვა გასართობ ღონისძიებებს, გეტყვით, არაერთი აქტივობების მოწყობა იგეგმება, რომელსაც ახლო მომავალში დავაანონსებთ“, - აღნიშნა რამაზ შიოშვილმა.

კვირის ამბები