სამშაბათს, 13 დეკემბერს, გორში დასაქმების ფორუმი გაიმართება.
ფორუმში 30-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას და სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 500-ზე მეტ ვაკანსიას გაეცნონ და შეარჩიონ სასურველი.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
დასაქმების ფორუმი გ. ერისთავის სახელობის გორის თეატრის შენობაში (მოსამართი: ჭავჭავაძის გამზირი #24), 13 საათზე დაიწყება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ