საზოგადოება
12.12.2022 12:47
გორში, სასტუმრო „ინტურისტის“ მშენებლობა 75 წლის წინ დაწყებულა და 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა

გორში, სასტუმრო ,,ინტურისტის" მშენებლობისათვის, სტალინის და იმჟამინდელი 26 კომისრების ქუჩის კვეთაზე 1947 წელს გამოყოფილა მიწის ნაკვეთი.

გორის ადგილობრივი არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის,  ქეთევან მაჭარაშვილის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა 7 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა.

,,სასტუმრო ,,ინტურისტის" მშენებლობისათვის სტალინის და 26 კომისრების ქუჩის გადაკვეთაზე, 1947 წელს გამოყოფილი იქნა მიწის ნაკვეთი, მშენებლობა 7 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა, 1968 წელს, შაუმიანის ქუჩამდე სასტუმროს მიშენების მიზნით გამოყოფილი იქნა 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სასტუმროს 48 ადგილიანი მიშენება ექსპლოატაციაში იქნა მიღებული 1975 წელს. 1972 წელს ინტურისტს სახელწოდება „გორი“ მიენიჭა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ქეთევან მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კვირის ამბები