საზოგადოება
12.12.2022 12:17
14 დეკემბრიდან გორში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში 14 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. აღნიშნული 6 დღის განმავლობაში გორში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რაც შეეხება 12-13 დეკემბერს, 12-ში, გორში, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია უნალექო, ნახევრადღრუბლიანი ამინდი, ჰაერი კი +6 გრადუსამდე გათბება.

+3 გრადუსი, ღრუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი გორში 13 დეკემბერს, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

14-დან 19 დეკემბრამდე გორში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დღისით +11 გრადუსს, ღამის საათებში კი +2-ს მიაღწევს. აღნიშნული 6 დღის განმავლობაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

20 დეკემბრიდან კი ნავარაუდევია კვლავ ღრუბლიანობა, ტემპერატურის კლება და პერიოდულად ნალექი.

კვირის ამბები