საზოგადოება
12.12.2022 12:05
იაპონიის დახმარებით, შიდა ქართლის რეგიონისთვის უფასო მობილური მამოგრაფიული სერვისი შეიქმნება

შიდა ქართლის რეგიონისთვის უფასო მობილური მამოგრაფიული სერვისი შეიქმნება, რომელიც დაავადების ადრეული გამოვლენის და პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს სოფლებში კიბოს სკრინინგის ჩატარებას.

შიდა ქართლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ ორ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონებში, კერძოდ კი გორის, ყაზბეგისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას, იაპონიის საელჩოში უკვე ხელი  მოეწერა.

იაპონურ მხარესთან თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ესწრებოდა.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ დღევანდელ ღონისძიებაში, რომელიც ორი ქვეყნის, იაპონიისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. იაპონიის საელჩოსთან დიდი ხანია აქტიურად ვთანამშრომლობთ და პარტნიორობის კარგი გამოცდილებაც გვაქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ, იაპონიის საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის ამბულატორია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა. მადლობას გიხდით მეგობრობისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან  ერთბლივი პროექტების განხორციელება, მითუფრო, როდესაც საქმე საოკუპაციო ხაზის სოფლებს და იქ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს ეხება. ვიმედოვნებ, მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომოლობას და ჩვენი მოსახლეობისთვის არაერთ საჭირო პროექტს ერთობლივად განვახორციელებთ“, - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უსართხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დღემდე, იაპონიის მთავრობამ 200-ზე მეტი საგრანტო პროექტი დააფინანსა. საგრანტო პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების მხარდაჭერას საქართველოში, ასევე გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების სექტორს.

 

 

 

 

 

კვირის ამბები