ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა თბილისში გამართულ ზარიბეგ ბერიაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრებაში, საქართველოს ათზე მეტი ქალაქიდან, 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ გოგა კოპაძე (41 კგ.) და გიორგი მაისურაძე (52 კგ.); მეორე ადგილებზე გავიდნენ ნიკა ბერიანიძე (51 კგ.), კონსტანტინე პეტრიაშვილი (80 კგ.); ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ:
გიორგი წურიაშვილი (45 კგ.), ცოტნე ბერძნიშვილი (45 კგ.), რობო მოდოსიანი (80 კგ.).
ცნობისთვის, ლეგენდარული ქართველი ფალავანი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზარიბეგ ბერიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის პირველობის ოთხგზის გამარჯვებული იყო. იგი 2019 წელს UWW-მ მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება