ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის მერი საზოგადოებას 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს.
მერის ანგარიშს, რომელიც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მიმდინარეობს, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები, გორის საპატიო მოქალაქეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები, გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებიან.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წლიური ანგარიშის შეჯამების დაწყებამდე, მწუხარება გამოთქვა მრჩეველთა საბჭოს წევრის, ისტორიკოს იოსებ ალიმბარაშვილის გარდაცვალების გამო და შეკრებილ საზოგადოებას სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ალიმბარაშვილის ხსოვნისთვის.
ანგარიშის წარდგენის ბოლოს, შეხვედრა ტრადიციულად კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და მოქალაქეებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემათ.
შეგახსენებთ, 2022 წლის ანგარიშზე დასწრება თავისუფალია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ