საზოგადოება
09.12.2022 15:48
ცნობილი ისტორიკოსი იოსებ ალიმბარაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ისტორიის აკადემიური დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რამდენიმე ისტორიული რუკის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, წიგნის და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი იოსებ ალიმბარაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კოლეგისა და თანამოაზრის გარდაცვალების შესახებ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„ამ სიტყვების დაწერის ძალაც არ მაქვს. ეს ტკივილი არ არის, ამას სახელსაც ვერ დავარქმევ... ცხარე ცრემლით დაგტირი, ძმაო! სულში ისეთი მდუღარებაა, როგორ გამოვხატო, რა სახელი მოვუძებნო  არ ვიცი. ძალიან გაგვიჭირდება უშენოდ. მხოლოდ ოჯახს, სოფელს, მშობლიურ ქალაქს და სამეგობროს არ გაუბზარე გული. საქართველომ დაკარგა მაღალი დონის მეცნიერი და გამორჩეული მამულიშვილი. ვფიქრობ და ვერ წარმომიდგენია დარჩენილი ცხოვრების გადაწყობა ისე, სადაც შენ არ იქნები. ვერაფერი გიშველე, ვერაფერი... შენ ძვირფას წიგნებში გააგრძელებ სუნთქვას და მონატრებას ამ წიგნების ხშირი გადაშლით და მოფერებით გავიქარწყლებ... შეხვედრამდე, ძმაო  და თანამებრძოლო!“ - წერს გიორგი სოსიაშვილი.

კვირის ამბები