საზოგადოება
20.01.2020 13:24
ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. 1,5 კილომეტრანი გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის, ეზოებში შესასვლელებისა და გზის მიერთებების მოწყობისთვის 665 088 ლარია განსაზღვრული. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, წინადადებების მიღების ვადა 26-დან 31 იანვრამდე გრძელდება. სამუშაოები კი, ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს. ცნობისთვის, გზის აღნიშნულ მონაკვეთს, რამდენიმე წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. გადაaდგილებისას, დაზიანებული გზის საფარი პრობლემებს უქმნის როგორც მძღოლებს, ასევე, ფეხით მოსიარულეებს.
კვირის ამბები