საზოგადოება
09.12.2022 15:00
გორში, „ბოჩაში“ ქალაქის პირველობა გაიმართა

შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში,  „ბოჩაში“ ქალაქის პირველობა გაიმართა. შეჯიბრი გორში, 14 წლამდე და 14-დან 29-წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს შორის მიმდინარეობდა.  ჩემპიონატის მიზანს წარმოადგენდა, როგორც შშმ პირების ინტეგრაცია, ასევე ქალთა  სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართულობა.

ღონისძიება კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა გორის მერიის ხელშეწყობით  გამართა.   

14 წლამდე მონაწილეებს შორის ჩემპიონის ტიტული  შიო ჭიჭინაძემ მოიპოვა. უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის კი ადგილები  ასე გადანაწილდა: I ადგილი სალომე მეზვრიშვილი, II ადგილი ანრი თავყელიშვილი და III ადგილი საბა ნადირაშვილი.  ჩემპიონატში ჩართულ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

ქალაქის პირველობა „ბოჩაში“ USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში დაიგეგმა, პროექტი  საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირის ამბები